თბილისის N143 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებით დასრულდა ,,ანა კალანდაძის შემოქმედებითი კვირეული
28-04-2025

,,ანა კალანდაძის შემოქმედებითი კვირეულის" ფარგლებში თბილისის 143-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეტ ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება - „შეუცნობელი გვძალავსო…”

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ lV-XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაყურებლებს, ლექსებთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომერი წარუდგინეს. საღამოს სტუმრობდნენ ანა კალანდაძის ოჯახის წევრები: რძალი თინა ყანდარელი და ძმისშვილი ქეთი კალანდაძე; ასევე, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე.საღამოს ასევე ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.

ღონისძიება ჩატარდა ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის - გიორგი გობეჯიშვილის ორგანიზებითა და მუსიკის პედაგოგ თეა არზიანის თანამონაწილეობით. 

მნიშვნელოვანი იყო ქართული ენისა და ლიტერატურისა და ესთეტიკის კათედრის მხარდაჭერა. სკოლის დირექია მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...