დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლა მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა.
სკოლის წარმომდაგენლის განცხადებით თბილისის N16 სკოლა შეირჩა მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამაში (PISA) მონაწილეობის მისაღებად. კვლევაში მონაწილეების მოტივაციის ამაღლების მიზნით კი სკოლას განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც ეწვია.
PISA საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს. კვლევის შედეგების ანალიზი ქვეყნებს სასკოლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.კვლევის ფარგლებში ფასდება 15 წლის მოსწავლეების მზადყოფნა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.