ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში თეატრალური დასი „დრამალაბი“ შეიქმნა - მოსწავლეები ქართულ კინოკლასიკას სცენაზე აცოცხლებენ
28-04-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ ახალი და ინოვაციური ნაბიჯი გადადგა კულტურული განათლების მიმართულებით - სკოლაში ჩამოყალიბდა თეატრალური დასი სახელწოდებით „დრამალაბი“, რომელიც მოსწავლეების ხელოვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

დასის მთავარი კონცეფციაა ძველი ქართული კინოფილმების თეატრალური ინტერპრეტაცია — ახალგაზრდები სცენაზე აცოცხლებენ კინოეკრანზე კარგად ნაცნობ პერსონაჟებს და ამბებს.

თეატრალური სეზონის გახსნაზე „დრამალაბი“ მაყურებელს წარმოდგენას სთავაზობს ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით: „მე ვხედავ მზეს“.

სპექტაკლში, მოსწავლეები განსაკუთრებული ოსტატობით წარმოაჩენენ დრამატურგიას, პერსონაჟების ფსიქოლოგიურ სიღრმეს და ეროვნულ ღირებულებებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203