თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ერევანში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი MIX FIGHT კიკბოქსინგსა და MMA-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლის 5ბ კლასის მოსწავლემ, დანიელ ჯგუბურიამ. ახალგაზრდა სპორტსმენმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი – ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირში სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რაც დანიელის გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.