
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ კონკურსში – ტვინების ბრძოლა, რომლის რეგიონალური ტური წარმატებით გაიმართა.
მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარი სხვადასხვა თემატიკაზე მომზადებულ კითხვებში გამოსცადეს. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდების ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება და მათთვის ჯანსაღი კონკურენციის გარემოს შექმნა.
იხილეთ ფოტოები: