საინტერესო და შთამაგონებელი კონკურსის შედეგად გამარჯვება მოიპოვა მეშვიდე კლასის გუნდმა – „ბეთლემი“. მონაწილეებმა ცოდნა სახარების თემაზე დამაჯერებლად წარმოაჩინეს და მსაჯთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
კონკურსსი მონაწილეებს ამხნევებდნენ სკოლის პედაგოგები, მშობლები და თანაკლასელები. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების განმტკიცებას.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: