თბილისის N108 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობით აღინიშნა 
28-04-2025

თბილისის N108 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობით. 

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, დედამიწის დღე მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ის ყველას შეგვახსენებს – ჩვენი პლანეტა საერთო სახლია და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაციები გარემოს დაცვაზე, დაამზადეს ეკოპლაკატები და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სკოლაში ამბობენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლებას და ჯანსაღი გარემოს შექმნის იდეის პოპულარიზაციას.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...