თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს ესტუმრნენ
28-04-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლის III და III კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებთან – რუსუდან მერკვილაძესა და თამარ ჩაჩუასთან ერთად საგანმანათლებლო სივრცე „ექსპერიმენტორიუმი“ მოინახულეს.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან და ინტერაქტიურ ექსპერიმენტებში, რაც მათთვის როგორც შემეცნებითად, ისე ემოციურად გამორჩეული გამოცდილება იყო. ვიზიტის მიზანი ბუნებრივ და ფიზიკურ მოვლენებზე ბავშვებისთვის თვალსაჩინო, პრაქტიკული ცოდნის გადაცემა იყო თამაშისა და აქტიური ჩართულობის ფორმატში.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ექსკურსიები ამდიდრებს სასწავლო პროცესს, აძლიერებს მოსწავლეთა ინტერესს მეცნიერებისადმი და აძლევს მათ მოტივაციას.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203