ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ქართული ენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
28-04-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილი განსაკუთრებული თარიღია ჩვენი ერის ისტორიაში, შესაბამისად, IV კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით და საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს დედაენის დღე.

ენის სიყვარულითა და პატრიორტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობა შეახსენა, ესაუბრა ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის წარმოშობაზე, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე წიგნიერების გავრცელებაში. მოსწავლეებმა კი ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, შექმნეს საინეტრესო კალიგრაფიული ნამუშევრები.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, უკეთ გაიაზრეს ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203