თბილისის N212 საჯარო სკოლის ეზოს დეკორატიული ხე დაამშვენებს 
28-04-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის საზოგადოება მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან, თავადვე აძლევენ მაგალითს თუ როგორ იზრუნონ გარემოზე და გაამწვანონ დედამიწა. 

ახლახან, მერვე კლასის დამრიგებელმა - ლოლიტა ნიჟარაძემ, სკოლის ეზოში თავის მოსწავლეებთან ერთად დარგო დეკორატიული ხე, რომელიც სამომავლოდ გაალამაზებს 212-ე სკოლას.

სკოლის ახალ ბინადარს მოსწავლეები თვალსაჩინოდ გაუფრთხილდებიან და მის გახარებაზე აქტიურად იზრუნებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203