საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო ღონისძიებებითა და მრავალფეროვანი საგანმაანთლებლო ინიციატივებით.
აპრილის თვის დასაწყისში სკოლაში არაერთი სააღდგომო ღონისძიება დაიგეგმა, წინასააღდგომო შემოქმედებითი სამზადისი კი 15 აპრილს სააღდგომო დეკორაციების გამოფენითა და საინტერესო პრეზენტაციით დაგვირგვინდა.
ნამუშევრები წარადგინეს: V, VI, VII, VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეებმა და სასკოლო საზოგადოებას ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სააღდგომო ტრადიციებზე საქართველოს, იერუსალიმისა და გერმანიის მაგალითებზე დაყრდნობით. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკარი ელზა წერეთელი.
„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და სკოლაში საოცარი სადღესასწაულო განწყობა დაატრიალეს.
იხილეთ ფოტოები: