ვაქირის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კვირეული გაიმართა 
28-04-2025

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

ახლახან, სკოლაში ინგლისური ენის კვირეული ჩატარდა, სადაც 1-ელიდან - მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა განხორციელდა. მათ შორის გაიმართა ვიქტორინა, მოსწავლეებმა გამოუშვეს ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი, მე-2 კლასის მოსწავლეებმა კი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და ლამაზი წარმოდგენა დადგეს. 

კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინგლისური ენის პედაგოგები - მაია ნანობაშვილი, ნონა ქემაშვილი და ნათელა შოშიაშვილი.

კვირეული მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა ენობრივი მარაგი გაიმდიდრეს და ახალი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...