„მე ვარ ჩემი ქვეყნის მომავალი“​ - ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
28-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობირების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნა. 1990 წლიდან, ბუნების დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულ მსოფლიო ღონისძიებას ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებითი აქტივობით შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს სახელწოდებით - „მე ვარ ჩემი ქვეყნის მომავალი“. 

აქტივობა, პედაგოგ ვარდანუშ სეირანიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...