მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე გამორჩეულად აღნიშნეს
28-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. ცხადია მოზარდები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს გამორჩეულად აღნიშნავენ. 

„საქართველოს მთებში 

„გაგაჩინა ზენამ,

ხმათა ხავერდების

და ღმერთების ენავ!“ - ამ სიტყვებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა გულში ღრმად შეინახეს ის ფაქტი რომ მამა-პაპათაგან სამი საუნჯე შემოგვრჩა: ენა, მამული, სარწმუნოება!

ისინი დიდ პატივს მიაგებენ სამივეს, ამჯერად კი დედაენის დღესთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს მშობლიური ენის მიმართ და აქტიურად ჩაერთნენ სამხატვრო გალერეაში გამართულ ენის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში.

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მახაშის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებაც გაიმართა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი აქტივობები. პრეზენტაციის საშუალებით მიმოიხილეს დოკუმენტური მასალა და გამოხატეს დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღისადმი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...