ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივიცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“
28-04-2025

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათი პატიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ცხადია, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედაენის დღე და არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა მიეძრვნა. 

„ენა ქართული! განძია ჩვენი!

ენა ქართული! წყალობა ღვთისა!

ენა ქართული! ჯილდოა ერის!

ენა ქართული! მიწის და ცისა!“- ამ სიტყვებით შთაგონებულმა ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე -„ენა ქართული დედაა ერის! ...“ და პედაგოგ ხათუნა ავალიანთან ერთად ხოტბა შეასხეს ქართულ ენას. 

პრეზენტაციის შემდეგ კი მე-3 კლასელები მასწავლებელმა საინტერესო და სახალისო აქტივობაში აქტივობაში ჩართო. 

მეორეკლასელებმა კი აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართული მწიგნობრობის განვითარებაში - „იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად“,- შესძახეს პატარებმა და მოაწყვეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე და არაერთი ლექსი თუ სიმღერა მიუძღვნეს მას. ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა ჭიჭინაძე.

დედაენის დღე სასკოლო საზოგადოებას სახალისო და საინტერესო აქტივობით მიულოცეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სოფიკო აბესაძის ხელმძღვანელობით. 

ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივიცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია, საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებითვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203