„აკაკი წერეთლის მოგზაურობის კვალდაკვალ“ - ცაგერის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
22-06-2018
ცაგერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „აკაკი წერეთლის მოგზაურობის კვალდაკვალ“ განხორციელდა. პროექტს III-IV კლასის მასწავლებლები ნონა ბერიძე და ნინო შკუბულიანი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად სოფელი ლაილაში მოინახულეს, სადაც 1912 წელს აკაკი წერეთელმა თავისი მოგზაურობა დაამთავრა.
სკოლის აღსაზრდელებმა მწერლის ცხოვრება-შემოქმედებაზე ისაუბრეს და ნასწავლი ნაწარმოებები გაიხსენეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ და მწერლის ბიოგრაფიის შესახებ მეტი გაიგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს