გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: „ინტერნეტი – მეგობარი თუ საფრთხე?“
29-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტერაქციული გაკვეთილი თემაზე „ინტერნეტი — ჩემი მეგობარი თუ საფრთხე?“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ინტერნეტის უპირატესობებისა და რისკების შესახებ.

გაკვეთილი კომპლექსური და მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა. მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე უყურეს შემეცნებით ვიდეოს, რის შემდეგაც იმსჯელეს ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მათ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები და რეალური მაგალითები, რამაც თემა კიდევ უფრო აქტუალური და საინტერესო გახადა.

საგაკვეთილო პროცესში ჩატარდა აქტივობა „მცდარი თუ ჭეშმარიტი“, სადაც მოსწავლეებს უნდა განესაზღვრათ, რომელი ინფორმაცია იყო სწორი და რომელი — მცდარი. აღნიშნულმა თამაშმა გააუმჯობესა მათ მიერ კრიტიკული აზროვნების უნარები და ხელი შეუწყო ციფრული სიბრძნეის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...