ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, წარმატებით ეუფლებიან საგნობრივ ცოდნას და აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, რაც პროფესიონალი პედაგოგებისა და ადმინისტრაციის დამსახურებაა.
მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება, საინტერესო სასწავლო პროცესი, უსაფრთხო გარემო... ერთიანად ქმნის სკოლის კონცეფციას, სადაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება სულიერ განვითარებაზე ზრუნვას.
ამის დასტურია აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მთავარი მონაწილეებიც იხტილის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები იყვნენ.
ღონისძიების ფარგლებში შექმენს თემატური ნამუშევრები, ისაუბრეს დღესასწაულის მნიშვნელობაზე, წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები და უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად მიულოცეს საზოგადოებას აღდგომის დღესასწაული.
იხილეთ ფოტოები: