ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული -„ხან ფუნჯო ჩემო, ხან საჭრეთელო!“ ჩატარდა.
კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.
მოსწავლეებმა დაგეგმეს მთელი კვირის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები და ისაუბრეს 14 აპრილის - დედაენის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
10 აპრილს ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ხელნაწერი ნიმუშებით წარმოადგინეს ქართული ანბანის სილამაზე. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან კვირეულის დასასრულს.
11 აპრილი ეძღვნებოდა ხალხურ პოეზიას. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ფოლკლორის გამორჩეული ტექსტები და მაყურებლებს შეახვედრეს ტრადიციული სიტყვიერი კულტურის ძალას.
12 აპრილს, გამოიცა საიუბილეო სასკოლო გაზეთის სპეციალური ნომერი, სადაც მოსწავლეებმა სახალისო აქტივობები და ქართული ანბანით გაფორმებული მასალები წარმოადგინეს.
დედაენის კვირეულმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ენის უნიკალურობასა და მისი გადარჩენის აუცილებლობას. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეროვნული თვითმყოფადობისა და ენობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას ახალგაზრდებში.
იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა: