დედამიწის დღეს არწივანის საჯარო სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა
25-04-2025

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზაქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე, რომელთა ჩართულობით, გადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე წალკის მუნიციპალიტეტის, არწივანის საჯარო სკოლაშიც - გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე; თანატოლებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ხასიათის პლაკატები; სკოლის ეზოში დარგეს ხეები, მრავალფეროვან აქტივობებს კი ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის პედაგოგი ოთარ შაინიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203