ნორჩი ფიზიკოსების ნიჭიერების ზეიმი ლემშვენიერას საჯარო სკოლაში
25-04-2025

კოსმოსი ყოველთვის იწვევს ადამიანის ცნობისმოყვარეობას და გაოცებას. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, შავი ხვრელები, გალაქტიკები და სამყაროს უსასრულო საიდუმლოებები გვიბიძგებს ვეძებოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ადამიანურ გონებას საუკუნეების განმავლობაში აწუხებს. ამ აღტაცებითა და ცნობისმოყვარეობით შთაგონებულმა, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - პროექტის „ნორჩი ფიზიკოსები“ ფარგლებში მნიშვნელოვანი მუშაობა გასწიეს ფიზიკისა და ასტრონომიის თემებზე.

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები - კოსმოსის მოდელებიდან ექსპერიმენტულ პრეზენტაციებამდე, დიდი შრომის, მონდომებისა და შემოქმედებითი აზროვნების შედეგია.

ეს აქტივობა არა მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებას, არამედ გუნდურობის, დამოუკიდებელი კვლევის და პრეზენტაციის უნარების განვითარებასაც ემსახურებოდა.

ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ნამდვილად იგრძნობა ნიჭიერების ზეიმი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დიდ შთაგონებად იქცევა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.

 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...