მენტალური ჯანმრთელობის თემაზე კონფერენცია გაიმართა თბილისის N212 საჯარო სკოლაში
25-04-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგის, ხათუნა შალიკაშვილის, ინიციატივით სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „მენტალური ჯანმრთელობა“.

კონფერენციაში აქტიურად ჩაერთვნენ: მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზეს თემის გარშემო.

ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა მენტალური ჯანმრთელობის საკითხი. ხშირად გვხვდება კვლევები, სტატიები, სიუჟეტები თუ ღონისძიებები, სადაც საუბარია მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.

WHO-ის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მე-10 ადამიანს გამოხატული აქვს მენტალური ჯანმრთელობის მიმდინარე პრობლემა.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ხათუნა მასწავლებელსა და მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაციებისა და ინფორმაციებისთვის, რომლებიც მათ კონფერენციაზე წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203