ხანდოს საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა
25-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„სომეხთა გენოციდი 1915 წელს მოაწყო ოსმალეთის იმპერიამ და ისტორიაში ჩაიწერა როგორც უმძიმესი ფაქტი, მას ,,წითელ კვირასაც'' უწოდებენ. სიცოცხლე გრძელდება, ახალი თაობა ვალდებულია პატივი მივაგოთ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას“, - აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სომეხთა გენოციდის 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. 

ღონისძიება მოამზადეს სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I-XII კლასის მოსწავლეები.

მათ ლექსებითა და სიმღერებით გაიხსენეს სევდიანი ისტორია. მოსწავლეებს სამკერდე ნიშნად ჰქონდათ სიმბოლური ყვავილი-კესანე.

ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა, მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს სოფლის ცენტრში არსებული სიმბოლური მემორიალი და ეკლესიაში სანთლები დაანთეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...