მზიანი, თბილი დღე და ბედნიერი ბავშვები  - თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის პიკნიკ-გაკვეთილი მოეწყო
25-04-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

ახლახან, I კლასის მოსწავლეებისთვის პიკნიკ-გაკვეთილი მოეწყო. გაკვეთილი, რომელსაც კლასის დამრიგებელი ნინი დალაქიშვილი ხელმძღვანელობდა, ბუნებაში, მზიან და თბილ ამინდში წარიმართა და მოსწავლეებისთვს დღესასწაულად იქცა.

ბუნებამ, სიმწვანემ და სუფთა ჰაერმა შემეცნების პროცესი უფრო ხალისიანი გახადა. 

პიკნიკ-გაკვეთილმა გააერთიანა სწავლა და გართობა, რითაც კიდევ უფრო გააძლიერა ბავშვებში შემეცნების წყურვილი, მეგობრობისა და გუნდურობის განცდა. 

ბავშვების ბედნიერი სახეები და ენთუზიაზმი კი ამ დღის საუკეთესო შეფასება იყო.

პიკნიკ-გაკვეთილი პირველკლასელებისთვის სასიამოვნო და ამავდროულად შემეცნებით თავგადასავალად იქცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203