გეტას საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგნობრივ ოლიმპიადაში და შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ტური
25-04-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადახვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ხალისით მონაწილეობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა (მასწავლებლები: თამარ სილაგაძე, ხანუმ მირზაევა) მონაწილეობა მიიღეს „კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში. 

ეს დღე მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და სათავგადასავალო აღმოჩნდა. 

პირველი ტურის სესიებს შორის მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის ზოოპარკს, დღის ბოლოს კი „ილუზიების მუზეუმსა“ და „თბილისის ციფრულ სივრცეს“. 

ფინალურ ტურში მოსწავლეთა 97% გადავიდა. ფინალური ტურის დასრულების შემდეგაც მოეწყო ექსკურსია. მისწავლეები ამიერკავკასიაში ერთადერთ „თბილისის ავტო მუზეუმს“ სტუმრობდნენ. 

მოტივირებული მოსწავლეების ოლიმპიადაში მიღწეული შედეგები კი საამაყოა.

ორივე ტურის საფუძველზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს შემდეგმა მოსწავლეებმა: 

1. მადინა გაჯიევამ;
2. ზახიდ ახმედოვმა;
3. აასიმ ნამაზოვმა;
4.არიზ ჯალილოვმა;
5. ნანახანუმ კარაევამ ​;

6.ელჯან იუნუსოვმა.

აღსანიშნავია ის რომ მე-5 კლასის მოსწავლე მადინა გაჯიევამ პირველ ტურში უმაღლესი შეფასება მიიღო და100 ქულა დაიმსახურა.

გეტას საჯარო სკოლის დირექტორის - ფარამაზ ჯალილოვის ინიციტივით, ფინალურ ტურში მონაწილე თითოეული მოსწავლე მადლობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. სერტიფიკატები გადაეცათ ასევე სკოლის ბიბლიოთეკარს, აქტიურ მშობელს- სევინჯ ჯალილოვს და მძღოლებს: რასიმ მირზაევსა და საბირ მამედოვს.

გეტას საჯარო სკოლა არის ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...