ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არლის საჯარო სკოლის მოსწავლეები გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ
19-06-2018
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ადიგენის რაიონის არლის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
საინფორმაციო შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მარიამ დარბაიძემ მოსწავლეებს არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ცნობადობის ამაღლების მიზნით, სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის უფროსის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ქავთარაძე სტუმრებს ქვეყნის სტაბილურობასა და აღმშენებლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლზე ესაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს