მანდაეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
24-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდნენ. 

23 აპრილს სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს მხატვრული ტექსტები და ისაუბრეს მათ საყვარელ ნაწარმოებებზე.

მოსწავლეებმა მხატვრული ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში სიხარულით იმოგზაურეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობა უკეთ გააცნობიერეს. 

აღსანიშნავია, რომ მანდაეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...