სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის ბუნების მასწავლებელმა, მიმოზა ფაცაციამ მე- 5 კლასში განახორციელა პროექტი - „დედამიწა მრავალი წლის წინათ“.
პროექტის მიზანი იყო- კრიტიკული აზროვნებისა და გადაცემის უნარების განვითარება, გეოგრაფიული და გეოლოგიური მონაცემები ისტორიული მოვლენების გასაგებად.
მეხუთეკლასელები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში. მოიძიეს ინფორმაცია კონტინენტებზე. გააკეთეს ჩანახატი და მოაწყვეს ნახატების პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა ფაზლის სახით ააწყვეს რუკა. პროექტორის საშუალებით ნახეს ძველი კონტინენტის დაშლის პროცესი.
„აღნიშნული პროექტი ზრდის მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას და სამყაროს შესახებ ცოდნის სურვილს, რაც დადებითად მოქმედებს მათ აკადემიური მოტივაციასა და ინტერესის ზრდაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: