წესის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
25-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

23 აპრილს სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ, საინტერესოდ აღნიშნეს და მრავალფეროვანი აქტივობებიც განახორციელეს.

პირველკლასელებს, მეორეკლასელებთან ერთად, კლასის დამრიგებელმა - ნათელა ნატმელაძემ, ქართული ხალხური ზღაპარის „კოკროჭინა“ ნახევარი წაუკითხა, მოსწავლეებმა კი ნაწარმოების დასასრული მოუფიქრეს. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...