
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოწაფეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნანა ჯგერენაია ხელმძღვანელობდა, გაკვეთილის თემა კი გახლდათ- „ბუნებრივი მოვლენები“.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავის სხვადასხვა აქტივობას, ნახეს ვიდეომასალა ბუნებრივ მოვლენებზე.
გაკვეთილზე მიწვეულმა გეოგრაფიის პედაგოგებმა: ბესიკი ბესელიამ და ეკა ადამიამ დეტალურად განუმარტეს ბავშვებს ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზები, ასევე ისაუბრეს პრევენციის გზებზე.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: