კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
25-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდი გაიხსენეს და მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

24 აპრილს, 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 110 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, სოფლის პატარა სამლოცველოს ესტუმრნენ და სანთლები დაანთეს.

მე-6 კლასელების მონაწილეობით, კი სკოლაში სომეხთა გენოციდის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„ეს დღე არ იქნება დავიწყებული, სანამ სომხები ცხოვრობენ ამ დედამიწაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღეს სამართლიანობა აღდგება. ჩვენ გვახსოვს და მოვითხოვთ“,- აღინიშნა სკოლაში. 

აქტივობებს მასწავლებელი ნარინე ბდოიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...