ხანდოს საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა
24-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისიძებას აქტიურად შეუერთდა. 

23 აპრილს, ხანდოს საჯარო სკოლაში აღინიშნა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ციტატები, მოაწყვეს ლიტერატურული კუთხე და იმსჯელეს ავტორების შრომის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების მიზანი იყო კითხვის პოპულარიზაცია, მოსწავლეებისთვის მხატვრული ლიტერატურის შეყვარება და საავტორო უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობის შეხსენება.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და ახალგაზრდებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან. 

„მადლობა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ჩართულობისთვის — ერთად ვქმნით წიგნებისა და განათლების მოყვარულ საზოგადოებას!“, -სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიება პედაგოგების - ნინო მიდელაშვილის, ნანა გორგაძის, ნაირა დარჩიძის და ნინო დათაშვილის ორგანიზებით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...