რუსთავის N23 საჯარო სკოლაში „წიგნებისა და ლიტერატურის კლუბი“ წარმატებით მუშაობს 
25-04-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, არაერთი კლუბია დაარსებული.

ერთ-ერთი ასეთია „წიგნებისა და ლიტერატურის კლუბი“. კლუბის წევრები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ამჯერად, შეხვდნენ მე-8 კლასის მოსწავლეებს, სადაც განიხილეს ოსკარ უაილდის ნაწარმოები - „თავკერძა გოლიათი“.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოების პერსონაჟებსა და მთავარ აზრზე. ნაწარმოებისადმი მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე შეხვედრამ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას. დასასრულს კლუბის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მე-8დ კლასს და მის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ზიზი ჭაჭაშვილს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...