სახელმწიფო ენის მცველები ნაგომარის საჯარო სკოლიდან
24-04-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ნაგომარის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა ნაგომარის საჯარო სკოლა „დედაენის დღესაც“.

პედაგოგების: რუსუდან კალანდარიშვილის, ჟანა სიმონიასა და ლია ჩხაიძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა მოაწყვეს ვიქტორინა, წარმოადგინეს პრეზენტაცია, ვრცლად ისაუბრეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე, მისი დაცვის აუცილებლობაზე და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას. 

ინფორმაციისთვის: 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება - 1978 წელს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობამ მოსკოვი აიძულა უკან დაეხია.

მაშინ საბჭოთა ხელისუფლება გეგმავდა გაეუქმებინა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი. ამისთვის მათ შეიმუშავეს კონსტიტუციური გეგმაც, რომლის თანახმად, ქართული ენა საქართველოში აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა. დიდი საპროტესტო მოძრაობა ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 12 აპრილს დაიწყო - ხალხი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო. 14  აპრილს ქუჩებში შეკრებილ მოსახლეობას აცნობეს, რომ კომუნისტური რეჟიმი გადაწყვეტილებას ცვლიდა. სწორედ ამ მოვლენების გამო 1990 წელს ეს თარიღი, 14 აპრილი, დედაენის დღედ გამოცხადდა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...