„დავიცვათ ჩვენი მომავალი, დავიცვათ ჩვენი ტყეები!“ - ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება 
25-04-2025

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

21 მარტს, მოსწავლეებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ღონისძიება ემსახურებოდა ეკოლოგიაში ტყეების მნიშვნელობის გააზრებას. ტყის და ბუნებრივი რესურსების დაცვისკენ მოწოდებული აქტივობები კი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესოდ წარიმართა. ბავშვებმა ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობა ნათლად გააცნობიერეს.

„ტყე უბრალოდ ხეები არ არის – ის ჩვენი სუნთქვაა, ჩვენი ცხოვრება და მომავალი. თითოეული ხე, თითოეული ფოთოლი დედამიწის გულის ცემას ჰგავს – თუ ტყე გავნადგურეთ, ჩვენც სუნთქვა გაგვიჭირდება. დავიცვათ ჩვენი მომავალი, დავიცვათ ჩვენი ტყეები“ - სწორედ ეს იყო აქტივობის სლოგანი.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...