მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად აქვთ გათავისებული, რომ ბუნება ჩვენი სახლია და მას მოფრთხილება სჭირდება, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. გარემოსდაცვით დღეს მოსწავლე-მასწავლებლები საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ.
მათ იმსჯელეს გარემოს დაცვის გზებზე, გაეცნენ ინფორმაციას ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის საშუალებებზე.
აქტივობებმა არა მხოლოდ გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა, არამედ შთააგონა, რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. საერთაშორისო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
იხილეთ ფოტოები: