საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ქართული ენის დღეს მოსწავლეთა კონფერენცია მიეძღვნა 
24-04-2025

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები და ღონისძიებები.

მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეთა კონფერენციას.

ბავშვები საინტერესო თემებითა და ნამუშევრებით წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე და ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის როლს ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

კონფერენციას პედაგოგი ნატა ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...