ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. მათ შორის სკოლაში აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
ცხადია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე. ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული სკოლაში შემოქმედებითად აღინიშნა.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მასწავლებლებმა - შორენა მაღრაძემ, ლუსინე ცარუკიანმა და მერი ნერსესიანმა მოაწყვეს კალიგრაფიის კონკურსი, ისაუბრეს ქართული ენის დღის მნიშვნელობასა და მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.
კონკურსის ბოლოს გამოვლინდა საუკეთესო კალიგრაფი და მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
იხილეთ ფოტოები: