„ასეთი ბრილიანტები გვყავს ჩვენ!“ - ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებში
24-04-2025

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმერეთი 2025“-ის თამაშების ოფიციალური დახურვა გაიმართა.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მომზადებული ღონისძიება გაიმართა, ასევე ჩატარდა მძლეოსნობის ტურნირი გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის, რომელშიც, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე, ვანის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა დაიკავა მე-3 ადგილი. 

ბავშვთა და სასკოლო სპორტის იმერეთის რეგიონულმა ფედერაციამ გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა რეგიონალურ თამაშებზე ფეხბურთშიც წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ასეთი ბრილიანტები გვყავს ჩვენ, ფეხბურთში მეორე ადგილი იმერეთის რეგიონში, მძლეოსნობაში მესამე“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...