ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და ბებიებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
25-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა. 

ღონისძიება მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედებსა და ბებიებს მიუძღვნეს. ღონისძიება კლასის დამრიგებლის- ანაჰიტ მარკოსიანის ხელმძღვანელობით გაიმართა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, დედები და ბებიები.

ღონისძიება სიმღერით დაიწყო და ლამაზი ცეკვებითა და მხატვრულად წაკითხული ლექსებით გაგრძელდა, ბებიებისადმი მიძღვნილმა წარმოდგენამ კი განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. 

„ყველა ძალიან აღელვებული, კმაყოფილი და ბედნიერი იყო“, - გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...