გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საჭადრაკო ტურნირი მოეწყო
24-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. მათი სასწავლო შემართების ასამაღლებლად კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ახლახან, სპორტული პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, საჭადრაკო ტურნირი მოეწყო. 

ტურნირი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს. 

გამოვლინდნენ I, II, III ადგილოსნები, რომლებსაც სპეციალური სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203