ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება უჩმანის საჯარო სკოლაში 
24-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, კვირეული მოეწყო. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა მოეწყო. 

მათ შორის აღსანიშნავია, საინტერესო ღონისძიება, რომელიც პედაგოგ მალვინა ამირხანიანის ორგანიზებით ჩატარდა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, გაიხსენეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ისაუბრეს ფარნავაზ მეფესა და ქართული დამწერლობის წარმოშობაზე, ხოტბა შეასხეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ და მის ღვაწლს წიგნიერების გავრცელებაში.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203