ხულგუმოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩატარდა
23-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, მაქსიმალურად ცდილობს, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვებს ისეთი აქტივობები შესთავაზოს, სწავლა დღესასწაულად უქციოს და იმავდროულად, დააკვირდეს - როგორ დაისწავლეს ბავშვებმა ესა თუ ის საგანი, რა მიმართულებით საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას და რა არის მათი ძლიერი მხარე.

ასეთი ჰოლისტური მიდგომები განაპირობებს ხარისხიან სასწავლო პროცესს და რისი დასტურიც ხულგუმოს საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის ჩატარებული ღია გაკვეთილი გახლავთ რუსულ ენაში.

ღია გაკვეთილის თემა გახლდათ „ჩვენი საყვარელი სპექტაკლი“, მიზანი კი - ზეპირი და წერითი, ასევე შემოქმედებითი უნარების განვითარება.

მასწავლებლის - სირუნ ლევანიანის ხელმძღვანელობით, აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს აფიშის შექმნა, სპექტაკლის აღწერა და აგრეთვე წარმოაჩინეს ენის ცოდნის დონეც.

გაკვეთილი დატვირთული გახლდათ საინტერესო აქტივობებით - ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში, ბავშვებმა შექმნეს პლაკატები და ფერადი აფიშები. ყოველმა ჯგუფმა კი აფიშისთვის შეარჩია საყვარელი ზღაპრები.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203