„ზღაპრული“ გაკვეთილი და საგანთა შორის ინტეგრაციის ფარგლებში ჩატარებული აქტივობა ბეჟანოს საჯარო სკოლაში
23-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, მაქსიმალურად ცდილობს, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვებს ისეთი აქტივობები შესთავაზოს, სწავლა დღესასწაულად უქციოს და იმავდროულად, დააკვირდეს - როგორ დაისწავლეს ბავშვებმა ესა თუ ის საგანი, რა მიმართულებით საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას და რა არის მათი ძლიერი მხარე.

ასეთი ჰოლისტური მიდგომები განაპირობებს ხარისხიან სასწავლო პროცესს და რისი დასტურიც ბეჟანოს საჯარო სკოლის მესამეკლასელებისთვის ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი გახლავთ.

გაკვეთილის თემა გახლდათ ზღაპარი - „თალგამი“, მიზანი კი - ზეპირი და წერითი, ასევე შემოქმედებითი უნარების განვითარება.

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.

გაკვეთილი დატვირთული გახლდათ საინტერესო აქტივობებით - ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში, ბავშვებმა დაამზადეს გაზეთი და ქოთნებში დათესეს ბოსტნეული. აქტივობამ კი ხელი შეუწყო ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, საგანთაშორის კავშირს, ასევე შესწავლილის პრაქტიკაში გამოყენებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...