ქუთაისის N24 სკოლის პირდაპირ ეთერში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტები ერთმანეთს საინტერესო თემით შეხვდნენ
23-04-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში საინტერესო და შთამაგონებელი ინიციატივა განხორციელდა.

სკოლაში გაიმართა პირდაპირი ეთერი, რომლის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტები.

შეხვედრის თემა იყო: „თვითმმართველობის როლი სასკოლო ცხოვრებაში“. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თვითმმართველობის პრეზიდენტები:

თაზო დუნდუა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა;
ლუკა ტყაბლაძე წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა;
ანასტასია ნიქაბაძე ქუთაისის N24 საჯარო სკოლა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა სკოლის განვითარების პროცესში. შეხვედრა ინტელექტუალური, ინიციატივებით სავსე და იდეებით დატვირთული იყო.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ლიდერებმა ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებზე და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მათ გამოთქვეს საკუთარი ხედვები, თუ როგორ შეიძლება თვითმმართველობამ ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. 

თვითმმართველობის პრეზიდენტებმა მოიყვანეს მაგალითები იმისა, რომ თავისუფლება აზრის გამოხატვაში, ინიციატივების წამოწყებასა და პროექტების მართვაშია. აღნიშნეს, რომ ისინი არ ელოდებიან დირექტივებს, თავად ქმნიან ცვლილებებს, ეძებენ გზებს მოსწავლეთა მეტი ჩართულობისათვის და ახორციელებენ პროექტებს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203