მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის გაკვეთილზე მნიშვნელოვანი დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებს გაეცნენ
23-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, ქართული ენის მასწავლებელმა - გურამ მურმანიშვილმა მე-6 კლასში აღდგომის, ზატიკის და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულებთან დაკავშირებით საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო გაკვეთილი ჩაატარა.

პედაგოგმა მოსწავლეებს აღნიშნული დღესასწაულების არსი გააცნო და წეს-ჩვეულებებსა და ტრაციციებზე ესაუბრა.

მოსწავლეებმა საინტერესო თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს და ისაუბრეს აღდგომის, ზატიკის და ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობაზე, აღნიშვნის ტრადიციებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...