იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღეს საინტერესო ღონისძიებითა და ეკოაქტივობებით გამოეხმაურნენ
23-04-2025

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებითა და ეკოაქტივობებით გამოეხმაურნენ. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მე-11 კლასის მოსწავლე სპარტაკ ლაგზიანი და თანაკლასელები, პედაგოგ სათენიკ ლაგზიანის თანამონაწილეობით. 

მათ სკოლაში გარემოსდაცვითი მოწოდებებით პლაკატები გააკრეს და სასწავლო დაწესებულების მთელი ტერიტორია დაასუფთავეს. 

ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს. 

დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...