
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში ჩატარდა შემოქმედებითი ღონისძიება.
სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სააღდგომო დეკორაციები და შექმნეს ნათელი, საზეიმო ატმოსფერო.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ბავშვებში ტრადიციებისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება. დეკორაციების მომზადების პროცესში მოსწავლეებმა არა მხოლოდ თავიანთი კრეატიული უნარები გამოავლინეს, არამედ უფრო ახლოს გაეცნენ აღდგომის სიმბოლოებსა და არსს.
იხილეთ ფოტოები: