ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის პირველმა და მეორე კლასის მოსწავლეებმა ქართულ ანბანს ხოტბა შეასხეს – ლექსებით, გამოცანებითა და სიმღერებით მათ პატივი მიაგეს მშობლიურ ენასა და ანბანს. პატარების გამოსვლებიდან მკვეთრად იგრძნობოდა პატივისცემა ქართული ენის მიმართ.
ღონისძიებას სკოლის დირექტორიც დაესწრო და საზეიმო სიტყვით მიმართა მონაწილეებს. „დღეს ყველა ქართულად ვსაუბრობთ“ – აღნიშნა მან და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჩართულობისა და ენთუზიაზმისთვის.
ღონისძიება განსაკუთრებით იმით გამორჩეულიყო, რომ მოსწავლეებმა რთული სიტყვებიც კი უშეცდომოდ და სწორ ინტონაციაში წარმოთქვეს, რაც მათი ცოდნისა და სიყვარულის ნათელი დადასტურებაა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: