გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეები თელავის ტექნოპარკს ესტუმრნენ და ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნენ
23-04-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეები თელავის ტექნოპარკს ესტუმრნენ.

„ტექნოპარკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს პირველებს წარუდგინეს პრეზენტაცია იმ უახლესი ტექნიკისა, რასაც ტექნოპარში ქმნიან ამ მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეები. ჩვენს მოსწავლეებს მიეცათ საშუალება თავად გამოეცადათ VR ( ვირტუალური სათვალის) შესაძლებლობები; ააწყვეს მარტივი რობოტები; გაეცნენ და საკუთარი თვალით ნახეს როგორ ხდება ხეზე და სხვა ზედაპირებზე გრავირების გაკეთება; გაეცნენ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი კონსტრუქციის/ცხოველის/ნებისმიერი ნივთის დეტალების შექმნა; ტექნოპარკის მენეჯერმა მოსწავლეებს გააცნო მიმდინარე პროექტები, სადაც შეუძლიათ ჩართვა მათ შორის სკოლის მოსწავლეებსაც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოსწოდებულ ინფორმაციაში.

ექსკურსიის მიზანი იყო, მოსწავლეთათვის ტექნოლოგიური სიახლეებისა და მიღწევების გაცნობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...